სამტრედიის მერის პირველ მოადგილედ ირაკლი სულავა დაინიშნა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ ირაკლი სულავა დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობამდე მას მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.
ირაკლი სულავა: დაიბადა 28.09.1984 წ. ქ.სამტრედიაში; დაამთავრა სამტრედიის №11 საჯარო სკოლა; 2000 წ. სწავლა გააგრძელა თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ფაკულტეტზე; 2007 წ. ქონების სამსახურის სპეციალისტად დაინიშნა; 2008 წ. შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოსტი დაიკავა; 2009 წ. შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტად; 2009–2017 წწ შესყიდვებისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი გახლდათ.

Visited 665 times, 1 visit(s) today