იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. მინისტრმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს კომიტეტი პარლამენტში სამთავრობო უწყებების და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე კარგი პარტნიორი და მრჩეველია. ჩვენ ამ კომიტეტთან ერთად და პარლამენტთან ერთად გასულ წელს განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა − იქნებოდა ეს ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში აყვანა, ელექტრონული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება ქვეყანაში თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვა; ამიტომ მადლიერების გრძნობით მოვისმინეთ ჩვენ ეს შთამბეჭდავი საქმიანობა, რომლის წარმატებაშიც ქალბატონ ეკას, მის მოადგილეებს, კომიტეტის წევრებს მიუძღვით წვლილი და მნიშვნელოვანია, აღინიშნოს თითოეული საჯარო მოხელის როლი, ვინც ამ კომიტეტს ემსახურება საერთო ინტერესების დასაცავად“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ეს კომიტეტი პარლამენტში სამთავრობო უწყებების და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე კარგი პარტნიორი და მრჩეველია
26/12/2017