პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა გახსნეს.
პროექტის მიზანია, ქართული სკოლებისათვის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
10/01/2018