კონკურსის თაობაზე განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 218-ე ქართულ-აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში გააკეთეს.
კონკურსის ფარგლებში, საქართველოს არაქართულენოვან სკოლებს/სექტორებს შეუძლიათ, დადგან სპექტაკლები ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით ქართულ ენაზე.
კონკურსის მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება.
კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით.