სოფელ ალავარში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მერმა მოინახულა

18/01/2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ალავარში სპორტული მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მამუკა ნავერიანთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სოფელ ალავარში მოეწყობა კომბინირებული მინიფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი, რომლის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტიდან გამოიყო 77 530 ლარი. სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0