ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

04/02/2018

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავა“ განახორციელებს. სამუშაოებისთვის 11 მილიონ 974 ათას 436 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0