ბულგარეთის ელჩი გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს. ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდა. სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით განიხილეს. ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ოფიციალურმა სოფიამ პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

Visited 166 times, 1 visit(s) today