მე დამიჭერია მკაცრი პოზიცია მას შემდეგ, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი და მეორე მხარისთვის მომისმენია

„ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არის მარტივი და, ვფიქრობ, ლოგიკური; რომ არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების კეთება და ნიუსები. ეს ვერ იქნება ჩემი პოზიცია. ჩვენ, ქალებს, გვაქვს ყველას ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, სოლიდარულები; რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები. ამიტომ ჩემი პოზიციაა მოვუსმინო პაპუნა უგრეხელიძეს, როგორც ქალმა მინისტრმა. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ ის (უგრეხელიძე) პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მხოლოდ მან და მეორე მხარემ. პაპუნა ხვალიდან დაბრუნდება, დღეს ჩემი მოადგილე შეხვდა უკვე მის პირად ადვოკატებს, რათა მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა მასთან, მათ შორის, უხერხული კითხვები. მე მას შევხვდები და უკვე ინფორმირებულ პოზიციას გეტყვით.
სახალხო დამცველმა რეკომენდაცია, თუ თქვენ ამას მოიპოვებთ და ნახავთ, მიაწოდა არა სამინისტროსა და სსიპს, არამედ პირადად უგრეხელიძეს, ისევე, როგორც მეორე მხარეს. შესაბამისად, პირველ რიგში, ქალებს მოგმართავთ, იმისთვის, რათა ეს ბრძოლა იყოს წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ პოზიციებს, მათ შორის, ძალიან მკაცრ პოზიციებს, დავიჭერთ, მოვუსმინოთ მამაკაცებსაც. მე ასეთი პოზიციები დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცებისადმი − ეს საქმეები არ გახმაურებულა და ცუდად დამთავრებულა მათთვის ჩვენს სისტემაში კარიერა. მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას მერე, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი, ყველა მტკიცებულება და მეორე მხარისთვის მომისმენია. მერე არაფერი უდგას წინ სწორი პოზიციის გატარებას“

Visited 183 times, 1 visit(s) today