კახა კალაძე, გივი ბერიკაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, მსახიობ გივი ბერიკაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული სხვადასხვა ეკრანული და თეატრალური როლების ამსახველი ფილმი აჩვენეს. საღამოზე მსახიობის ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და კოლეგებმა მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა ისტორიები გაიხსენეს.

Visited 252 times, 1 visit(s) today