25 მაისს საქართველოს გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება

25 მაისს საქართველოს გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება, რომელიც თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

Visited 161 times, 1 visit(s) today