ყაზბეგში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ყაზბეგში ღვარცოფის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რათა უმოკლეს დროში დაბის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს. პარალელურად, კომპანია წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებით მეორე დღეა მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდის. წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მარაგდებიან. ადგილზე მესამე დღეა მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.

Visited 207 times, 1 visit(s) today