პრემიერ-მინისტრმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მთავრობის მეთაური საქართველოს მთავრობის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი სენატორის ოჯახს უსამძიმრებს.

„ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, მთელი გულით ვიზიარებ ბატონი მაკკეინის ოჯახის მწუხარებას. სენატორი ჯონ მაკკეინი იყო პატივისა და ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც ყველაზემძიმე დროს იდგა საქართველოს გვერდით. სენატორი მაკკეინი მუდამ ემახსოვრება საქართველოს, როგორც ჩვენი უძვირფასესიმეგობარი”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

Visited 159 times, 1 visit(s) today