სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. გუბერნატორმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და სიგელებით დააჯილდოვა.
Visited 172 times, 1 visit(s) today