გუბერნატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტში „Tbilisi Hills Golf & Residences“- მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

ქვემო ქართლის გუბერნატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტში „Tbilisi Hills Golf & Residences“- მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლებისა და თაუნჰაუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, AS Skinest Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ოლეგ ოსინოვსკი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდარაშვილი.

„Tbilisi Hills Golf & Residences“-ის მიწის ფართობი შეადგენს 331 ჰექტარს. მშენებლობის დასრულებისათვის პროექტი გათვლილია 3000 ოჯახზე. 2018 წლიდან დაიწყო სექტორი C1-ის გაყიდვა, რომელიც ასარჩევად სთავაზობს მსურველს 44 მიწის ნაკვეთს. ამავე წელს დაიწყება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს 54 ბინასა და 8 თაუნჰაუსს, ფართო მიმდებარე ტერიტორიებითა და საცურაო აუზებით.
“Tbilisi Hills”-ის მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ პრემიალური ხარისხის მასალები. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტის ფარგლებში გოლფ კლუბისთვის საჭირო ინფრასტუქტურის მოსაწყობად უკვე დაიხარჯა 33 მილიონი. პროექტის საერთო ღირებულება კი 1 მილიარდი ევროა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აშენდა გზები, შეიქმნა გაზისა და ელექტრომომარაგების სისტემები, კანალიზაცია და გოლფის მინდვრის მოსაწყობად საჭირო სარწყავი სისტემა.

Visited 499 times, 1 visit(s) today