ზურაბ ნასარაია, საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ტენდერში გამარჯვებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომუშავე, საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე შპს „საუკის“, შპს „გზამკვლევი 2001“-ისა და შპს „ემბისი“-ს წარმომადგენლებმა გუბერნატორს გააცნეს თავიანთი საქმიანობის კონკრეტული სფერო და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული ორგანიზაციები მუნიციპალიტეტების საჭიროებიდან გამომდინარე განახორციელებენ საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას შემდეგი სამუშაოებისათვის:
• შენობა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;
• ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო სამუშაოებისათვის.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის სამივე მოადგილე და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

Visited 154 times, 1 visit(s) today