“ახალციხის ციხის” ტერიტორიაზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს. ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ენის სწავლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.