სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის უკვე 300-მდე სოფელში ჩატარდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის უკვე 300-მდე სოფელში ჩატარდა. კრებები ადგილობრივების მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს, სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. პროცესებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. მათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათთან ერთად სოფლებისთვის პრიორიტეტულ პროექტებზე იმსჯელეს.
ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათას ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. 5 სოფლის მოსახლეობამ ფინანსური რესურსი სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის გააერთიანა. სოფლების დარჩენილმა ნაწილმა ძირითადად, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების, შიდა გზების მოხრეშვისა და გარე განათების მონტაჟის სამუშაოები აირჩია.

Visited 118 times, 1 visit(s) today