იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩიეს

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 126 დეპუტატი იმყოფებოდა. მათგან 98-მა დეპუტატმა ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხოლო ოთხმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

Visited 380 times, 1 visit(s) today