მდინარე სუფსაზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და სარეგულაციო კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და სარეგულაციო კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 252 832 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.ხიდის სიგრძე 62 მეტრი, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 6.5 მეტრი იქნება.
ხიდის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ინსპექტირების კომისიის წევრები.

Visited 130 times, 1 visit(s) today