დუშეთში, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ტუბერკულოზის კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ინიციატივით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამ დაავადების შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტიგმის, შიშის და დისკრიმინაციის თემაზე ისაუბრა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. 24 მარტი, ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა და მისი წლევანდელი დევიზია: “მოქმედების დროა!”

Visited 82 times, 1 visit(s) today