ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძე. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავეს. სამუშაოები სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია გარკვეული დროის განმავლობაში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეჩერებული იყო, თუმცა ახლა პროცესები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს და ზაფხულის მიწურულს მუზეუმი შეძლებს დამთვალიერებელს უმასპინძლოს“. -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვლმა.

დიმიტრი ყიფიანის სახლს-მუზეუმის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების მხრივაც.

Visited 68 times, 1 visit(s) today