კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა- „ღია დიალოგი ბიზნეს სექტორთან“ გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა 2019 წელს კახეთის რეგიონში, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინფორმაცია გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ დაგეგმილი სამუშაოების მოცულობას, წინასწარ მოემზადონ ტენდერებისთვის და დაინტერესების შემთხვევაში, საკუთარი რესურსების შეფასებით, გეგმაზომიერად მიიღონ მონაწილეობა ეტაპობრივად გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში, რაც შესაძლოა დადებითად აისახოს კონკურენციასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხზე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან აქტიური ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა.