მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან -ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მიმდინარეობს სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა 475 710 ლარს შეადგენს.
ქ.ამბროლაურში დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მე-3 რიგის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 627 774 ლარია. პროექტის ფარგლებში ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და კომუნიკაციები მოეწყო. ხელმძღვანელებმა ქ.ამბროლაურში, 18 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერეს, პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება კორპუსების კაპიტალურად გადახურვა.