ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილის 08.00 საათიდან 7 აგვისტოს 08.00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ქ. ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება ი.ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე.

Visited 112 times, 1 visit(s) today