ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანას, ჭიხარულას, ტაბაწყურის​ა და მოლთის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად გზების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ამბულატორია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.

Visited 56 times, 1 visit(s) today