საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ისრაელის კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს.
Visited 82 times, 1 visit(s) today