ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში Wash საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საბჭოს წევრებმა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის შესახებ იმსჯელეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის დაფინანსებით, სოფელ ნახიდურში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნება. სოფელ რაჭისუბანში სასმელი წყლის რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება საქლორატორო ნაგებობა, რის შემდეგაც რეზერვუარი რაჭისუბნის გარდა კიდევ ორ სოფელს მწყნეთსა და მუხრანას მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ასევე სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის საფილტრი აპარატის დამონტაჟდებაც იგეგმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში მოქმედი Wash საბჭოს მიზანი სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.