სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა განახლდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა, რწმუნებული ასევე, ქ.ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.
“ყველა დაკონტრაქტებულ პროექტზე განახლდება სამუშაოები, თუ კი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
არსებული მოთხოვნების შესრულებას ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ. “- არჩილ ჯაფარიძე
Visited 51 times, 1 visit(s) today