„თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

Visited 55 times, 1 visit(s) today