შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი რეგიონული გამოწვევების გათვალისწინებით. მისი თქმით, PABSEC-ი კარგი პლატფორმაა რეგიონული პარტნიორობის გაძლიერებისთვის. შეხვედრაზე მიმოიხილეს უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში მძიმე შედეგების მომტანი იქნება რეგიონისთვისა და მსოფლიოსთვის. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ქვეყნების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერის მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის რეგიონში ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

Visited 25 times, 1 visit(s) today