ახალციხის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში დაახლოებით 900 ჰექტრამდე თავთავიანი მარცვლეული კულტურებია დათესილი, რაც გასულ წელთან შედარებით 10-12% პროცენტით მეტია. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსავლის აღებაზე 11 კომბაინი მუშაობს, მათ შორის 5 კომბაინი ეკუთვნის სოფლის მეურნეობის „ ლიჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიას, დანარჩენი კი კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სოფლებში მოსავლის აღების პროცესს კოორდინაციას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მერიის სოფლის მეურნეობის საკითხებში სპეციალისტები უწევენ.
Visited 61 times, 1 visit(s) today