სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად სოფლების, ხანდო-ვარევანის, ბურნაშენთ-ლომატურცხში გზის დაგების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები, სოფელ მურჯახეთში, კირხბულაკზე ხიდის მოწყობის სამშენებლო პროცესი მოინახულა. ხელმძღვანელმა პირებმა ძირითადი აქცენტი 2022 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების შესრულებაზე გააკეთეს. აგრეთვე, შეაჯამეს მუნიციპალიტეტებში 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. დღესვე, სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა სოფლის მოსახლეობას და ადგილზე გაეცნო კარტოფილის მოსავლის აღების სამუშაოებს.
ბესიკ ამირანაშვილმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამშენებლო პროცესი მოინახულა
09/09/2022