პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დააზუსტა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დაზუსტდა. საკონსულტაციო საბჭო 29 წევრით განისაზღვრა, რომელთა შორის არიან კულტურის სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ​საკონსულტაციო საბჭოს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ხელმძღვანელობს, ხოლო საბჭოს მდივანი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანია.

Visited 18 times, 1 visit(s) today