იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი კალანდარიშვილისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს. კენჭისყრამდე, კომიტეტმა მოისმინა კანდიდატების ხედვა ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ ასევე უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.​ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე კანდიდატები შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა.

Visited 10 times, 1 visit(s) today