„ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა დედა საჯაროდ სიკვდილით დასაჯა

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელმა საკუთარი დედა საჯაროდ სიკვდილით დასაჯა. BBC-ს ინფორმაციით, მან დედამისი ქალაქ რაქაში იმის გამო მოკლა, რომ ის დაჯგუფების დატოვებისკენ მოუწოდებდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიული ცენტრი ავრცელებს, რომელიც ბრიტანეთშია ბაზირებული.

ორგანიზაციის აქტივისტები თვითმხილველებისაგან იღებენ ინფორმაციას და მათი ცნობით, 20 წლის მებრძოლმა 40 წლის დედა საფოსტო განყოფილებასთან დაცხრილა, სადაც ქალი მუშაობდა.

მებრძოლი ამბობდა, რომ დედამ დაჯგუფებისა და ქალას რაქას დატოვებისკენ მოუწოდა, სანამ აშშ მათ დაჯგუფებას გაანადგურებს.

მან დედის ნათქვამი მეთაურებს უამბო, რომელთაც ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

Visited 167 times, 1 visit(s) today