შვედური კომპანიის ხელმძღვანელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შვედური მხარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჰიდროეენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის საკითხი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. დაინტერესება გამოითქვა ინფრასტრუქტურულ სექტორში კაპიტალდაბანდების თაობაზეც. შვედურ კომპანიასთან ერთად საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესს შვეიცარიული კომპანია SWINET GROUP SA გამოთქვამს.
Visited 225 times, 1 visit(s) today