ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

Visited 159 times, 1 visit(s) today