დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლეს.

ბავშვებმა მღვიმეში არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთეს და იბერიის დარბაზები დაათვალიერეს. სტუმრებმა გიდისგან პრომეთეს მღვიმის შესახებ ისტორიაც მოისმინეს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა მღვიმეში განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, გაქვავებული ჩანჩქერები და ჩამოკიდებული ქვის ფარდები იხილეს.

გიგლა აგულაშვილმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაში გიგლა აგულაშვილმა და ნილს სკოტმა შვილებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

Visited 227 times, 1 visit(s) today