ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა დალი ქიქავამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ გაცნობა იყო.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს.

Visited 133 times, 1 visit(s) today