მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს მებაჟე ოფიცრებმა 6 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. აზერბაიჯანის მოქალაქე ვ.ლ.-ს, კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აღმოაჩნდა CEDALGIN HEO – 12 აბი, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ.შ.-ს – ACETAMINOUPHEN CODEINE – 10 აბი. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

Visited 229 times, 1 visit(s) today