უდეში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სარეკრეაციო სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვის დეკორატიული კედელი, საფეხმავლო ბილიკები ყინვაგამძლე ბეტონის ფილებით, დაიდგმება სკამები, ნაგვის ურნები და დამონტაჟდება ლამპიონები.
სამუშაოები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.
ამ ეტაპზე უკვე განხორციელებულია სკვერში არსებული ლითონის ღობის დემონტაჟი.
პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 910 ლარი გამოიყო.

Visited 206 times, 1 visit(s) today