შეხვედრა აშშ-საქართველოს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
კერძოდ მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიის კუთხით მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობისა და ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით

Visited 118 times, 1 visit(s) today