გია სალუქვაძე გერმანელ ინვესტორს შეხვდა

„კურორტ ბახმაროში“ სასტუმროს აშენებასა და სათხილამურო ტრასის მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გერმანელ ინვესტორს ინგუ შლუტიუსს შეხვდა.
როგორც გუბერნატორთან შეხვედრაზე ინგუ შლუტიუსმა აღნიშნა, „კურორტ ბახმაროს“ აქვს არაჩვეულებრივი მდებარეობა (ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებთან სიახლოვე). სასრიალო ბილიკები ჩრდილოეთ ორიენტაციისაა, რაც ქმნის არაჩვეულებრივ პირობებს სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის. აქტიურად მუშაობს გუბერნატორის ადმინისტრაციასთან, ჩოხატაურის გამგეობასა და კურორტის ადმინისტრაციასთან ერთად, რათა შესაფერისი პირობები შეუქმნას და დახვდეს მომზადებული ზამთარში ვიზიტორებს, რათა მომავლისთვის მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს.
„პროფესიონალი მოთხილამურე ზამთრის ტურიზმის პროექტის კოორდინატორი და ინვესტორი გერმანიიდან ინგუს შლუტიუსი გურიას წელს მეორედ ეწვია. ის კურორტ „ბახმაროში“ ზამთრის ტურიზმის განვითარებითაა დაინტერესებული და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მას უკვე შერჩეული ჰყავს დაახლოებით 60 კაციანი ჯგუფი და დეკემბრის თვიდან ბახმაროში ვიზიტს გეგმავს. აღსანიშნავია, ისიც რომ ინვესტორი თავისი ხარჯებით ჩამოიყვანს თოვლის საწმენდ და ხალხის გადასაყვან ,,snowcat“-ს მანქანას. მან გადაწყვიტა უკვე განახორციელოს ინვესტირება და ეს ხელს შეუწყობს ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის განვითარებას,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Visited 140 times, 1 visit(s) today