ქალაქ ვიურცბურგთან (გერმანიაში) მატარებელზე თავდასხმა მოხდა. არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 20 აღწევს. უცხოური მედიის ცნობით ვიურცბურგი – ჰეიდინგსფილდის და ოქსენფურტის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენებიც არიან ჩართულნი, თუმცა ოფიციალური პირების მხრიდან განცხადება არ გავრცელებულა. სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილიდან ფოტოები ვრცელდება.
Visited 344 times, 1 visit(s) today