ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართი მოიძებნა

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ახალი ,,სავაჭრო ცენტრის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ე.წ. „შავი ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ფართი სავაჭრო ცენტრში გამოიყო. შეთანხმებისამებრ დაზარალებული მოვაჭრეები 2 თვის განმავლობაში ალტერნატიული ფართის გამოყენებას უსასყიდლოდ შეძლებენ. ხანძარი ე.წ. „შავი ბაზრის“ ტერიტორიაზე 2 აგვისტოს დაახლოებით 22 სთ გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციას ადგილობრივი სახანძრო – სამაშველო სამსახურის გარდა ქუთაისის, ხარაგაულის, თერჯოლის და „ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამაშველო ბრიგადები ახდენდნენ. ხანძრის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის მობილური ჯგუფები. ხანძარის შედეგად პირველადი ინფორმაციით განადგურებულია 1000 მ2 – მდე ფართობი ტერიტორია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაძლო რესურს გამოიყენებს.

Visited 194 times, 1 visit(s) today