საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს

05/10/2016

„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის ევრაზიის რეგიონში პირველია,“ – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, შეთანხმება გულისხმობს ჩინეთსა და საქართველოს შორის საქონლის უმრავლესობის საბაჟო გადასახადის განულებას, ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ბაზრის გახსნისკენ, სავაჭრო ნორმების დახვეწასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.
ჩინეთის კომერციის მინისტრის განცხადებით, „ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს. შეთანხმების შედეგად, საგრძნობლად გაღრმავდება ჩვენს შორის რეალური საქმიანი ურთიერთობები. ჩვენ ერთად ავაგებთ ჩინეთის მიერ ინიცირებულ აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს. მიაღწევს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდება, რაც, თავის მხრივ, ბიძგს მისცემს რეგიონალურ განვითარებას“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0