გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ხორციელდება

27/10/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტი შეზღუდვის გარეშე იმოძრავებს. აღდგენილია მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0