ღონისძიება ტრადიციულად ტერიტორიული ერთეულებისა და წარმოება-დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების, ტრადიციული კერძების გამოფენით გაიხსნა. ადგილობრივებს, მოწვეულ სტუმრებსა და ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მრავალფეროვანი კუთხეების დათვალიერების: მეთევზეობის, მეფუტკრეობის, ხელოსნობის, რძისპროდუქტების, ფეიქრობის, სოფლის ნობათის, თამბაქოს, ძველი და ახალი ქედის ფოტო გამოფენის, ტრადიციული კერძების დაგემოვნებისა და ა.შ. საზეიმოდ დაიწურა ყურძენი, რომლის რიტუალში მონაწილეობა ადგილობრივებმა მიიღეს. ,,შემოდგომა ქედაში – 2016″ გამგეობის მიზნობრივი პროგრამით გაიმართა, რომლის ბიუჯეტი 6 880 ლარია.
სახალხო დღესასწაულის პირველ ნაწილს თემატურად ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები – ,,ელესა”, ,,მოყვარე”, ,,ფესვები”, ,,იაგუნდი”, ,,ბეთლემი” და სახელოვნებო სკოლის ბავშვთა ანსამბლი ,,ჩანგი” ძირძველი მრავალხმოვანებითა და ტრადიციული საცკვაო ილეთებით ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. ანსამბლი ,,ელესა”-ს (რომლის 25 წლის იუბილე აღინიშნა გასულ თვეს) აუდიო დისკები მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ. მორე ნაწილი კი მუსიკალურად ესტრადის მომღერლებმა გაამრავალფეროვნეს: ვოკლაურ-ინსტრუმენტალურმა ჯგუფებმა ,,ინდიგო” და ,,კალისტო”, იაგო დევაძემ, ირინა დევაძემ და ა.შ. გაიმართა შეჯიბრი კრივში და მინი ფეხბურთში. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდათ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. გილოცავთ სახალხო დღესასწაულს ,,შემოდგომა ქედაში”!