ბორჯომში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დაბა წაღვერში და სოფელ დაბაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია.
სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, პროექტის მიხედვით სოფელ დაბაში ორი ქუჩის, ასევე ტროტუარებისა და სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დაბა წაღვერში კი გზის დაგება 3 ჩიხში ხორციელდება.
„მასშტაბური პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის მოწყობა ჯამში 2 052 მეტრ მონაკვეთზე მოხდება. სოფლებში გზების კეთილმოწყობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობას ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“- აღნიშნა გამგებელმა.
შეხვედრისას, ადგილობრივებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს სოფელში ასეთი მასშტაბური სამუშაოების დაწყებისათვის. როგორც მათ აღნიშნეს, აქამდე მოსხლეობას მოუწესრიგებელი გრუნტის გზით უწევდათ გადაადგილება.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 448 632 ლარით დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იბოლია“ ასრულებს.

Visited 186 times, 1 visit(s) today