იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მაშველებს მადლობა გადაუხადა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა, გიორგი ჭიღვარიამ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ძლიერი ქარის დროს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს. სააგენტოს თანამშრომლები იმერეთში ქარის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული. 20-24 ნოემბერს ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა მხარის 8 მუნიციპალიტეტში. დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული შენობების, ხონის საჯარო სკოლისა და რამდენიმე მოსახლის სახლის სახურავები. ასევე, მოითხარა ხეებიც.

Visited 155 times, 1 visit(s) today